მიხეილ სარჯველაძე სახელმწიფო აუდიტისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფო აუდიტისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
„განვიხილეთ ბოლო შეხვედრაზე გაცემული რეკომენდაციების მიხედვით იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების პერსპექტივები. ვიმსჯელეთ, თუ კიდევ რა მექანიზმების და მეთოდების დანერგვა შეიძლება, რაც შეგვაძლებინებს, რომ ყველა ის სარეკომენდაციო აქტივობა, რომელიც განისაზღვრა როგორც გაუმჯობესების შესაძლებლობა იურიდიული დახმარების სამსახურისთვის, სამომავლოდ ამ სამსახურის რეალურად ნაყოფიერად ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრის შემდეგ.