კლდეში ნაკვეთი ქალაქები – 10 „უცხოური ვარძია“

ვინ იყვნენ „ტროგლოდიტები“? ბევრი რომ არ გაწვალოთ, გეტყვით, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას გამოქვაბულებში ამჯობინებდნენ. მსოფლიომ არაერთი გამოქვაბული და კლდეში ნაკვეთი ქალაქი იცის, რომელიც მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამაში თავად დარწმუნდებით, კლდეში ნაკვეთი ქალაქების ათეულს ნახავთ და მათ ისტორიას გაეცნობით. მაშ ასე, დავიწყეთ:

პეტრა – იორდანიის კლდეებში ნაკვეთი ეს ქალაქი ათასწლეულებს ითვლის. საქარავნო გზების გადაკვეთაზე მდებარე პეტრას ახსოვს რომაელები, იდუმიელები, ფილისტიმელები, არაბები, ბიზანტიელთა და სელჩუკთა ჯარები, თუმცა დღეს ის ისევ დგას და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

grad_01

მესა ვერდე – ის ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელების მიერ შექმნილი ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურული ძეგლია. აქაურმა აბორიგენებმა ის მე-12 საუკუნეში ააშენეს, თუმცა ასი წლი შემდეგ, გაურკვეველი მიზეზების გამო, მოულოდნელად მიატოვეს.

grad_01დერინკიუ – კლდეში ნაკვეთი 13-სართულიანი ქალაქი ძველმა კაპადოკიელებმა ააშენეს. ანატოლიის ზეგანზე მდებარე ამ ნაგებობაში  20 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

grad_01

დი მატერა-  რას წარმოადგენს ძველი იტალიური ქალაქები და მათი არქიტექტურა, ეს ყველამ კარგად იცის, თუმცა დი მატერა აქაც გამორჩეულია. ყველაზე ძველი შენობა აქ 9 ათასი წლისაა. ქალაქი ნაწილობრივ დღესაც დასახლებულია.

grad_01

ბანდიაგარა – ეს ქალაქი მალიში მდებარეობს. დასახლების საერთო სიმაღლე 500 მეტრს აღემატება. წყალდიდობების დროს ადგილობრივები თავშესაფარს სწორედ ამ ქალაქში პოულობდნენ.

grad_01

ჩუფუტ კალე –  ყირიმის ძველი მაცხოვრებლები მომხდურთა შემოსევებისას თავს სწორედ ამ ციხე ქალაქს აფარებდნენ.

grad_06

ბამიანი – იყო დრო, როცა ავღანელებმა ომის გარდა ვაჭრობა და მშენებლობაც იცოდნენ. სწორედ მათი ნახელავია უზარმაზარი კომპლექსი, რომელიც ათასწლეულებს ითვლის.

grad_07უჩისარი – ეს ქალაქიც ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ქალაქი მთლიანად ტუფის კლდეშია გამოკვეთილი და  საუკუნეების განმავლობაში მასაც ერთგვარი თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა.

grad_08

კანდოვანი – ირანის პლატოზე მდებარე ამ ქალაქში ხალხი დღემდე ცხოვრობს. აქაურობა უზრუნველყოფილია როგორც წყლით, ასევე ელექტროენერგიით.

grad_09

ჰასანკეიფი – მდინარე იორდანეს ნაპირზე მდებარე ეს ქალაქი საუკუნეების წინ აშენდა. თუ მეცნიერების ერთ ნაწილს დავუჯერებთ, ხორბლის კულტურა დასაბამს სწორედ ამ კედლების ძველი მაცხოვრებლებისაგან იღებს.

grad_10

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები