ტრამპი: მე არ ვარ დიქტატორი
მე არ ვარ დიქტატორი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, მას დიქტატორი არ მოსწონს და ის „საღი აზრის მქონე“ ადამიანია.
„ბევრი ამბობს: „შეიძლება დიქტატორი მოგვწონს“. მე დიქტატორი არ მომწონს. მე დიქტატორი არ ვარ. დიდი საღი აზრის მქონე ადამიანი ვარ“, – აღნიშნა ტრამპმა.