რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებმა ბირთვულ პროგრამაზე იმსჯელეს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა სატელეფონო საუბრისას თეირანის ბირთვული პროგრამა და მასთან დაკავშირებული საერთაშორისო ვითარება განიხილეს.
კრემლის განცხადებით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონულ უსაფრთხოებაზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ასევე განიხილეს ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის გამართული შეხვედრა.
ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თეირანი არ აპირებს თავისი ბირთვული მიზნების შეცვლას და მზად არის თანამშრომლობისთვის მხოლოდ „პარტნიორ ქვეყნებთან“.
მათივე ცნობით, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, გამართონ ორმხრივი შეხვედრა ჩინეთში დაგეგმილი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში.