დავით ქართველიშვილი: პუტინისთვის უკრაინაში NATO-ს კონტინგენტის ჩინეთის გარეშე განლაგება, რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნებოდა

„ალასკის სამიტის ის ნაწილი, როდესაც დონალდ ტრამპი ზელენსკის და ევროპის ლიდერებს შეხვდა და [რომელიც რუსეთ-უკრაინას ეხებოდა], ბუნებრივია, ჩიხში შევიდოდა”, – ამის შესახებ მედიასთან, „ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პუტინისთვის უკრაინაში NATO-ს კონტინგენტის ჩინეთის გარეშე განლაგება, რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნებოდა.

„ვერ დაიყოლიეს პრეზიდენტი ზელენსკი რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობაზე, რადგან ამის უკან იდგა დანარჩენი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან საინტერესო ფორმით უზრუნველყოფდნენ – დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის შეიარაღებული ძალები.

ამ ყველაფერზე კი პუტინს ძალიან საინტერესო რეაქცია ჰქონდა, რომელიც, ფაქტობრივად, NATO-ს შეიარაღებული კონტინგენტის განლაგებას დათანხმდა, უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ოღონდ, ძალიან მნიშვნელოვანი დათქმით – ამ სამეულს უნდა შეერთებოდა ჩინეთის სამხედრო კომპონენტი. ჩინეთის, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებდა ნეიტრალურ პოზიციას, რომელიც ცდილობდა უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლი ეთამაშა, მაგრამ მისი ყოველი მცდელობა იგნორირებული იყო. ახლა კი იქმნებოდა ის ხელსაყრელი მომენტი, როდესაც ჩინეთი დააბალანსებდა NATO-ს იმ კონტინგენტს, რომლის ჩინეთის გარეშე განლაგება უკრაინაში, პუტინისთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნებოდა”, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები