ტრამპის თქმით, ღაზაში კონფლიქტი შესაძლოა სამ კვირაში დასრულდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღაზას სექტორში მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში კონფლიქტის „საბოლოო დასრულების“ პირობა დადო.
„ვფიქრობ, მომდევნო ორ-სამ კვირაში [ღაზაში] საკმაოდ კარგი, დამაჯერებელი დასასრული გვექნება“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში.