„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი: იყო შენი ქალაქის უკვე მესამე მოწვევის მერი – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, თითოეულ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავცეთ პასუხი

დიდი გამოწვევაა, იყო შენი ქალაქის მერი უკვე  მესამე მოწვევის. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ აქვს ერთი დიდი დადებითი, იმიტომ რომ გაქვს კიდევ ერთხელ შანსი ემსახურო შენს მშობლიურ მუნიციპალიტეტს, შენს ქალაქს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მულტიფუნქციური სპორტდარბაზის მშენებლობა, რომელიც წლის ბოლოს მზად იქნება და უმასპინძლებს ნებისმიერ საერთაშორისო დონის ტურნირს.

„ახალგაზრდობისგან და ზოგადად საზოგადოებისგან დიდი დაკვეთა იყო წლების განმავლობაში სპორტული კომპლექსი არ ჰქონია მუნიციპალიტეტს. უკვე მეორე წელია მიმდინარეობს სპორტული, მულტიფუნქციური, დარბაზის მშენებლობა. შენობა შედგება ორი დარბაზისგან, როგორც მცირე, ისე დიდი დარბაზისგან. შენობა წლის ბოლოს მზად იქნება, რომ უმასპინძლოს ნებისმიერი საერთაშორისო დონის ტურნირს. აქ შესაძლებელია გაიმართოს შეჯიბრი როგორც ფეხბურთში, ისე ჭიდაობაში, კარატესა და სხვადასხვა სპორტის სახეობებში. დარბაზი ამას ითვალისწინებს“, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

მისივე თქმით, მისი მერობის მესამე ვადაში სრულად იქნება ამოწურული მუნიციპალიტეტში დარჩენილი გამოწვევები.

„რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება და თითოეულ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავცეთ პასუხი და ჩემი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გავაგრძელო, მესამედ, ჩემი მუნიციპალიტეტის მერობა ესეც ამყარებს იმას, რომ ის გამოწვევები, რომელიც არის დარჩენილი მუნიციპალიტეტის წინაშე ბოლომდე იქნას ამოწურული“, – აცხადებს ალექსანდრე სარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები