ეთნიკური მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ხელშეწყობისთვის კონკურსი გამოცხადდა

სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ ახალ კონკურსს აცხადებს.
„ვაცხადებთ კონკურსს ეთნიკური მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ხელშეწყობისთვის!
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
20 წლის წინ საქართველო შეუერთდა UNESCO-ს „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის“ კონვენციას. ჩვენი კონკურსი კი ემსახურება ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას და საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების დაცვა-წარმოჩენას.
კონკურსის მიზანია, დმანისის, ნინოწმინდის, ახალციხის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ეთნიკურ უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის გამომხატველი ღონისძიებების მხარდაჭერა.
საკონკურსო განაცხადების მიღება იწყება 2025 წლის 20 აგვისტოს და გაგრძელდება 5 სექტემბრის ჩათვლით.
განაცხადები მიიღება ელექტრონულად: info@creativegeorgia.ge
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 30 სექტემბერს „შემოქმედებითი საქართველოს“ ოფიციალურ გვერდებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს ვებგვერდს: creativegeorgia.ge“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები