„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლენტეხის მუნიციპალიტეტში გიორგი გაზდელიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ლენტეხის მუნიციპალიტეტში, გიორგი გაზდელიანი, მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.

გიორგი გაზდელიანის განცხადებით, ლენტეხის მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენდა წყალმომარაგების საკითხი, რომლის აღმოსაფხვრელადაც სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„მოქალაქეები წლების განმავლობაში ითხოვდნენ წყალმომარაგების  პრობლემის მოგვარებას დღეის მდგომარეობით პროექტი ფაქტობრივად მოიცავს დაბას სრულად და მის მიმდებარე ტერიტორიას, წყლის სისტემის სათავე ნაგებობები სრულად რეაბილიტირდება, ასევე მოეწყობა ქსელი.

მიმდინარეობს დაბა ლენტეხში სკვერის მოწყობა, სადაც იქნება ბავშვთა გასართობი სივრცეები, ასევე სპორტული სივრცეები და დასასვენებელი ადგილები. აღნიშნულ პროექტებთან ერთად სხვა მრავალი პროექტი განხორციელდა მუნიციპალიტეტში“, – აცხადებს  გიორგი გაზდელიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები