რატი იონათამიშვილი: ნებისმიერი შეთანხმება მრავალმხრივი პასუხისმგებლობის საგანია, დესტრუქციული ოპოზიციისგან ვერ ვხედავთ ვერანაირ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნებისმიერი სახის შეთანხმება მრავალმხრივი პასუხისმგებლობის საგანია.

მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ერთადერთი, ვინც საკითხებს პასუხისმგებლობით ეკიდება – მმართველი გუნდია.

„ნებისმიერი შეთანხმება მრავალმხრივი პასუხისმგებლობის საგანია, ეს უნდა გვესმოდეს თითოეულ ჩვენგანს და ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ვინც პასუხისმგებლობით უდგება საკითხებს, ეს არის მხოლოდ „ქართული ოცნება“. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში რადიკალური, დესტრუქციული ოპოზიციისგან ვერ ვხედავთ ვერანაირ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის წინაშეც“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს კელი დეგნანმა განაცხადა: “როგორც ჩანს, ზოგიერთს არ ესმის, რომ დემოკრატია შეხედულებების მრავალფეროვნებას მოითხოვს, ერთპარტიული მმართველობა კი ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები