ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე ღამის მანძილზე 611 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 143-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. “ოპერატიული შტაბი” ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, “კოვიდ-19”-ს კიდევ ერთი პირი ემსხვერპლა.
74 წლის ქალი სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ამ ეტაპზე ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში Covid-19-ით ინფიცირებული 223 პაციენტი მკურნალობს, მათგან 51-ის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დე ფაქტო სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 35 080 შემთხვევა აღრიცხა, გამოჯანმრთელდა 26 795 პირი, გარდაიცვალა 528 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები