შალვა პაპუაშვილი: კომიტეტის 31 სხდომიდან სალომე სამადაშვილი მხოლოდ 3 სხდომაზე იმყოფებოდა, აქედან ჩანს, როგორ არის დაინტერესებული განათლების და მეცნიერების საკითხებით

ქალბატონი სალომე სამადაშვილი ჩვენი კომიტეტის წევრია, ჩვენმა კომიტეტმა 31 სხდომა ჩაატარა აქედან ის 3 მხოლოდ სხდომაზე იმყოფებოდა, აქედან ჩანს, როგორ არის დაინტერესებული განათლების და მეცნიერების საკითხებით, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენის დროს, სალომე სამადაშვილის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ამით ჩანს, თუ როგორი დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსია იგი.

„ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა ჩვეული იგნორანტული და ქედმაღლური მანერით, ჩვენი კომიტეტის წევრი და ჩვენი კოლეგა ახლად გამოჩეკილ პოლიტიკოსად მოიხსენია. ქალბატონი სალომე გახლავთ ჩვენი კომიტეტის წევრი, ჩვენმა კომიტეტმა 31 სხდომა ჩაატარა, აქედან ის მხოლოდ 3 სხდომაზე იმყოფებოდა. ამით ჩანს მისი დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი, თუ როგორ არის დაინტერესებული განათლების, მეცნიერების საკითხებით, ამიტომ, ქალბატონ სალომეს ვეტყოდი, რომ მის გამოცდილ და ბაგაჟიან პოლიტიკოსობას ნამდვილად ჩვენი ახლადგამოჩეკილი პოლიტიკოსები ჯობია“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები