შოთა რეხვიაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციის დატოვების შემდეგ, შოთა რეხვიაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის მოადგილედ დაინიშნა.
შოთა რეხვიაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციას 2018 წლიდან დღემდე იკავებდა.
2014-2018 წლებში ის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2012-2013 წლებში მას საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის პოსტი ეკავა.
1993 წლიდან 2012 წლამდე შოთა რეხვიაშვილი დასაქმებული იყო სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში.