როგორია ყველაზე ცივი ქალაქები და მათი ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებლები

დავიწყოთ იმით, რომ ყველაზე დაბალი ტემპერატურა მსოფლიოში 1983 წელს ანტარქტიდაზე მინუს 89 გრადუსი დაფიქსირდა. ასე ძალიან არა, მაგრამ მსოფლიოში არსებობს ქალაქები, სადაც  გაუსაძლისი სიცივეა და ტემპერატურა მინუს 50 გრადუსს აჭარბებს.

ვერხოიანსკი – რუსეთი

Verkhoyansk.jpg.638x0_q80_crop-smart

იაკუტსკიდან 650 კილომეტრით დაშორებულ ამ ქალაქში სულ 1450 კაცი ცხოვრობს. ქალაქში, ძირითადად, მეფის რუსეთის დროს გადასახლებული კატორღელების შთამომავლები ცხოვრობენ. 1892 წელს ქალაქის მთავარ მოედანზე მდებარე თერმომეტრმა მინუს 67,7 გრადუსი დააფიქსირა.

ოიმიაკონი – რუსეთი

verkhoyansk-07

ამ ქალაქში სულ 800 ადამიანი ცხოვრობს. ძლიერი ყინვების გამო, ქალაქთან მობილურით დაკავშირება შეუძლებელია. 52-გრადუსიანი ყინვა აქ ჩვეულებრივი ამბავია და სკოლებში სწავლა არ წყდება. რეკორდული ყინვა ოიმიაკონში 1933 წელს – მინუს 65 გრადუსი დაფიქსირდა.

იაკუტსკი – რუსეთი

Yakutsk_street_sce_2805852k

იაკუტიის დედაქალაქი პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე ცივი ადგილია. მინუს 63 გრადუსი ქალაქის მაცხოვრებლებმა უმტკივნეულოდ გადაიტანეს.

International Falls – აშშ

article-0-1715E495000005DC-882_964x708

მინესოტას შტატში მდებარე ამ ქალაქს დიდი ხანია „ერის მაცივრის“ სტატუსი აქვს მინიჭებული. გასული საუკუნის 60-იან წლებში თერმომეტრმა აქ მინუს 60 გრადუსი დააფიქსირა.

ფრეიზერი -აშშ

29

ფრეიზერი ზღვის დონიდან 2600 მეტრზე, კოლორადოს მთებში მდებარეობს. 50-გრადუსიანი ყინვა აქ არავის უკვირს.  ქალაქის რეკორდი მინუს 57 გრადუსია.

ჰელი – ნორვეგია

hell-norway.jpg.638x0_q80_crop-smart

ქალაქის დასახელება ჰელი ნორვეგიულად ჯოჯოხეთს ნიშნავს. ჯოჯოხეთში რეკორდი, ფრეიზერის მსგავსად, 57 გრადუსია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები