ვიქტორ დოლიძე: რიგის მინისტერიალზე საქართველოსა და მის მხარდაჭერაზე მაქსიმალური ფოკუსირება მოხდა

ნატო-ში საქართველოს ელჩის, ვიქტორ დოლიძის შეფასებით,  რიგაში გამართული, ნატო-ს მინისტერიალი ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის და საბჭოზე ხაზი გაესვა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ღია კარის პოლიტიკა და ალიანსში გაწევრიანების კონტექსტში ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულება. მისი შეფასებით, მინისტერიალი მნიშვნელოვანი იყო ნატო-ს 2022 წლის მადრიდის სამიტის კონტექსტში, სადაც მოხდება ალიანსის მომდევნო ათი წლის სტრატეგიული ხედვის დამტკიცება.

მისი თქმით, მინისტერიალზე საქართველო რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიწვია მადრიდის სამიტზე, რაც მინისტერიალის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია და ასახავს იმ თანმიმდევრულ მუშაობას, რასაც საქართველო ეწევა ალიანსის 2030 წლის სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულობის თვალსაზრისით.

როგორც ნატო-სთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქ. რიგის მინისტერიალზე მიღებულ იქნა ასპირანტებთან დაკავშირებული დოკუმენტი, სადაც ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერაა ასახული საქართველოს მომავალი წევრობისა და ღია კარის პოლიტიკის თვალსაზრისით და ასევე დოკუმენტი მოიცავს პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმებს, რაც ნატო-სთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთ-თავსებადობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

„ამ მინისტერიალზე, ისე, როგორც არასდროს, მოხდა ფოკუსირება ჩვენ ქვეყანასა და მის უსაფრთხოებზე”, – განმარტა ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები