ნინო ლაცაბიძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ნინო ლაცაბიძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.
ვინაიდან ნინო ლაცაბიძემ 2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შედეგად რუსთავის მერის თანამდებობა დაიკავა, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის საპარლამენტო მანდატი უნდა დატოვოს.

გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 84 – ხმით მიიღეს.

პარლამენტში ნინო ლაცაბიძის ადგილმონაცვლის ასარჩევად კი რუსთავში შუალედური არჩევნები გაიმართება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ნინო ლაცაბიძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.
ვინაიდან ნინო ლაცაბიძემ 2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შედეგად რუსთავის მერის თანამდებობა დაიკავა, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის საპარლამენტო მანდატი უნდა დატოვოს.

გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 84 – ხმით მიიღეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ რუსთავის მერს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ პარლამენტს ნინო ლაცაბიძე ნადმვილად დააკლდება.
„ნამდვილად დააკლდება ქალბატონი ნინო პარლამენტს. წარმატებები მინდა, ვუსურვო რუსთავის მერის პოზიციაზე”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტში ნინო ლაცაბიძის ადგილმონაცვლის ასარჩევად რუსთავში შუალედური არჩევნები გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები