შალვა პაპუაშვილი: არანაირი სამართლებრივი არგუმენტი არ არსებობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცესი შეჩერებულიყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცესი ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცესია და მისი შეჩერების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

„ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცესია, რამდენიმე მექანიზმია გასაჩივრების გამჭვირვალობის. ყველანაირად ეს არის ინკლუზიური პროცესი. არანაირი სამართლებრივი არგუმენტი არ არსებობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცესი შეჩერებულიყო. როცა კრიტიკას ვისმენთ, არგუმენტი არ არის. ერთადერთია არგუმენტი, რომ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ უნდა იყოს მიღებული. დემოკრატია ასე არ ფუნქციონირებს, ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას არ იღებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. მათ დღეს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. პროცესს ბოიკიტი ოპოზიციის ნაწილმა გამოუცხადა და არ აპირებენ პროცესში მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები