თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ” შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომლითაც უფრო ეფექტიანად განისაზღვრება და მოწესრიგდება მთელი რიგი სამართლებრივი ურთიერთობები თამბაქოს კონტროლის სფეროში.

ერთ-ერთი ინიციატორის, ვლადიმერ კახაძის განცხადებით, თამბაქოს მოწევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მართალია აკრძალული იყო, მაგრამ კანონპროექტში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ცნებას ახალი სახეები – ტაქსი, საბაგირო და სანაოსნო ტრანსპორტი დაემატება. საკუთარ სატრანსპორტო საშუალებაში იკრძალება სიგარეტის მოწევა, როცა აღნიშნული ტრანსპორტში არასრულწლოვანი იმყოფება.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონის აღსრულების პროცესში გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ახლებურ სამართლებრივ რეგულირებას, ხოლო აღნიშნული კანონის ცალკეული ნორმები გარკვეულ კორექტირებას საჭიროებენ.

გარდა ამისა, თამბაქოს კონტროლის სფეროში გამოიკვეთა ცალკეული სამართლებრივი ურთიერთობები, რომელთა მოწესრიგება აუცილებელია”, – განაცხადა მომხსენებელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები