შალვა პაპუაშვილი: 9 მილიონის კორუფციის საქმეს რომ “პიჯაკების საქმეს” ეძახიან, ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ბიუჯეტის, ხალხის მიმართ

“როცა ცხრა მილიონის კორუფციის საქმეს „პიჯაკების საქმეს“ ეძახიან, ეს მათ დამოკიდებულებას აჩვენებს ბიუჯეტის, ხალხის, გადამხდელებისა და კანონის მიმართ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ სასამართლოს მიერ ელიტური კორუფციის საქმე დამტკიცდება, ეს იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება, თუ როგორ მოქმედებდა „ნაციონალური მოძრაობა“.

„ნახევარი მილიონი დოლარი აქვს დახარჯული მხოლოდ კოსმეტიკურ პროცედურებში, ეპილაციაში, გასახდომ პროცედურებში. მათ შორის, ხარჯი გაწეულია გიგი უგულავასთან ერთად. 40 ათასი დოლარით საკუთარი შვილის სწავლა აქვს დაფინანსებული საქართველოს ყველაზე ძვირ სკოლაში. საუბარი იმაზე, რომ თითქოს ეს იყო რაიმე დასაბუთებული ხარჯი და შვილის სწავლას აფინანსებს ადამიანი ბიუჯეტის ხარჯზე, ეს რა არის? ამაში იმხელა უტიფრობაა ჩადებული, რომ შეუძლებელია, კომენტარიც გააკეთო. თუ სასამართლოს მიერ ელიტური კორუფციის საქმე დამტკიცდება, ეს იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება, თუ როგორ მოქმედებდა „ნაციონალური მოძრაობა“. გიგი უგულავას შემთხვევაში 48 მილიონის საქმე ვნახეთ, დავით კეზერაშვილის შემთხვევაში ხუთი მილიონი ევროს კორუფციის საქმე. ფაქტობრივად, მან ხუთი მილიონი ევრო ჯიბეში ჩაიდო”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები