გურამ მაჭარაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებების დაინიცირების პასუხად ქუჩის რადიკალიზმი მივიღეთ
“საკონსტიტუციო ცვლილებების დაინიცირების პასუხად ქუჩის რადიკალიზმი და პარლამენტის არალეგიტიმურობაზე განცხადებები მივიღეთ, თუ პარლამენტში მუშაობა სურთ, ამაზე შეთანხმდნენ და ამის შემდეგ დავიწყებთ კონსულტაციებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.
„საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 დეპუტატის ხმა და რიგი პროცედურები სჭირდება პარლამენტში, სადაც მუშაობაზე რადიკალური ოპოზიცია უარს აცხადებს. რა საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობენ, როცა უარს ამბობენ საკუთარი ამომრჩევლის ნების განხორციელებაზე პარლამენტში. სამწუხაროდ, ზოგი პარლამენტიდან წავიდა, ვინც დარჩა, მათი ნაწილი ბოიკოტს აცხადებს, არ დადის და ქუჩის პროცესებზე არის გადასული. ამიტომ როცა ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრე არიან, მათი განცხადება გაუგებარია,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილი, საკონსტიტუციო ცვლილებები