შარლ მიშელი: ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე საიმედო პარტნიორია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.
შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე საიმედო პარტნიორია.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ რეფორმები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ევროკავშირისა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების თანამშრომლობის ქვაკუთხედს წარმოადგენს.
„ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე საიმედო პარტნიორია. რეფორმები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ჩვენი თანამშრომლობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მივესალმები ჩვენს დისკუსიებს ირაკლი ღარიბაშვილთან, დენის შმიგალსა და ნატალია გავრილიცასთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მოლოდინში რეფორმების შემდგომი გაღრმავების მიზნით”,- წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში”.
The EU is the Eastern Partnership’s most reliable partner.
Reforms, human rights and rule of law are the cornerstone of our cooperation.
Welcomed @GharibashviliGe @natgavrilita and @Denys_Shmyhal to discuss how to further advance reform efforts ahead of our upcoming EaP summit pic.twitter.com/JrfRwlFA6h
— Charles Michel (@eucopresident) November 30, 2021