მამუკა მდინარაძე: რატომ ხდება, რომ როცა უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების წარდგენა ერთი მარტივი ხელმოწერით ხდებოდა, მაშინ ამას არავინ აკრიტიკებდა და დღეს კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებენ
„როგორ ხდება, რომ ხმას არ იღებდა არავინ, ვინც დღეს აკრიტიკებს სასამართლოში და სასამართლოსთან მიმართებით მიმდინარე პროცესებს, მაშინ, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პრეზიდენტი წარმოადგენდა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„გაწიწმატებულია დღეს და, მკაცრი დამრიგებლის პათოსით, ჭკუას გვასწავლის საქართველოს პარლამენტში მაშინ, როდესაც, კანონის მიხედვით, არის რამდენიმე ეტაპიანი ფილტრი დაყენებული – მათ ჯერ სასამართლო სისტემა წარმოადგენს, შემდეგ გასაუბრებებია პარლამენტში და ამის შემდეგ ხდება მათი არჩევა.
რატომ ხდება, რომ არგუმენტების გარეშე, უბრალოდ, ერთი მარტივი ხელმოწერით ხდებოდა წარმოდგენა და მაშინ არავინ ამას არ აკრიტიკებდა და დღეს კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებენ ამ თემასა და ჩვენს შესაბამის გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.