ლევან ხაბეიშვილი: ძალიან მალე საზოგადოებასთან ერთად მივაღწევთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას

“საქართველოში ჩამოსვლით მიხეილ სააკაშვილმა თავად გვიჩვენა თავგანწირვის სერიოზული მაგალითი”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ განვითარებული მოვლენების მიმართ პროტესტი გამოთქვას.

“ის იკავებდა თანამდებობას უკრაინაში. ის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გადაადგილდებოდა. მან ეს ნაბიჯი გადადგა იმიტომ, რომ აჩვენა ჩვენს მოქალაქეებს, როგორ უნდა იბრძოლო იმისათვის, რომ ქვეყანაში ცვლილებები განახორციელო. რაც შეეხება მის მოწოდებას, რომ ყველამ უნდა იაქტიუროს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, სოფლებში, დაბებში და ყველგან, სადაც რაიმე საჯარო დაწესებულებაა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობამ გამოთქვას პროტესტი და, მათ შორის, იყვნენ თვითორგანიზებული, ასეთი იყო იყო სააკაშვილის მოწოდება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ დავიცავთ სააკაშვილს, შევახსენებთ, “ქართული ოცნება” ამბობდა, რომ არ გვყავდა პოლიტპატიმრები, მაგრამ მერე ხელი მოაწერა, რომ გვყავდა. ისინი ამბობდნენ, რომ უგულავა ციხიდან არ გათავისუფლდება, მაგრამ მოუწიათ გათავისუფლება. ისინი ამბობდნენ, რომ ოქრუაშვილი არ გათავისუფლდება, ასევე იყო რურუას შემთხვევაშიც, ამიტომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე საზოგადოებასთან ერთად მივაღწევთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები