ნატალია გავრილიცა: ბრიუსელში ასოცირების ტრიოს ვიზიტის მიზანი აღმოსავლეთ ევროპის დაგეგმილი სამიტის წინ გაძლიერებულ თანამშრომლობაზე ნაკისრი ვალდებულების დადასტურებაა

მოლდოვის პრემიერმინისტრი – ნატალია გავრილიცა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიგალთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

ნატალია გავრილიცა წერს, რომ ბრიუსელში ასოცირების ტრიოს ვიზიტის მიზანი აღმოსავლეთ ევროპის დაგეგმილი სამიტის წინ გაძლიერებულ თანამშრომლობაზე ნაკისრი ვალდებულების დადასტურებაა.

„უკრაინისა და საქართველოს პრემიერმინისტრებთან ერთად ასოცირების ტრიოს პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ძალიან კარგად დაიწყო. ასოცირების ტრიოს ვიზიტის მიზანი აღმოსავლეთ ევროპის დაგეგმილი სამიტის წინ გაძლიერებულ თანამშრომლობაზე ნაკისრი ვალდებულების დადასტურებაა”, – წერს ნატალია გავრილიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები