ირაკლი კობახიძე – ოპოზიციაზე: მგონი, ეს ადამიანები თავის თავს დასცინიან, საუბრობენ რიგგარეშე არჩევნებზე – სასაცილო აღარაფერი დარჩა, იმდენად სატირალია
“მგონი, ეს ადამიანები თავის თავს დასცინიან, მაინც საუბრობენ რიგგარეშე არჩევნებზე და ეს აჩვენებს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მომდევნო არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება.
„მგონი, ეს ადამიანები თავის თავს დასცინიან, ჯერ ავიღეთ 48%, გაყალბებაზე ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს. შემდეგ თქვეს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვდნენ. შეთანხმება არ იყო, მაგრამ 47% ავიღეთ. ახლა მაინც საუბრობენ რიგგარეშე არჩევნებზე. ეს აჩვენებს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან. ღიმილისმომგვრელიც აღარაა ხანდახან არის სასაცილო და სატირალი, ახლა სასაცილო აღარაფერი დარჩა, იმდენად სატირალია. 2024 წლის ოქტომბერში იქნება არჩევნები და ყველა მოვუწოდებ, სამი წლის განმავლობაში მოემზადონ ამ არჩევნებისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.