ირაკლი კობახიძე: 2012 წლის შემდეგ, მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა სასამართლო სისტემის ცვლილებაა
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა სასამართლო სისტემის ცვლილებაა.
„სააკაშვილსა და ადეიშვილს თავის დროზე ჩამოყალიბებული ჰქონდათ სისტემა 2004-2012 წლებში, 9 წლის განმავლობაში, რომელიც იყო რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. რეპრესიული მანქანა იყო მთლიანად რეჟიმი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სააკაშვილი ადეიშვილთან, მერაბიშვილთან, უგულავასთან და სხვებთან ერთად და ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო რეპრესიული სასამართლო სისტემა. 2012 წლის შემდეგ ეს მოცემულობა რადიკალურად შეიცვალა და თან იმ პირობებში, რომ სასამართლო კორპუსი არ შეცვლილა, რაც არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. ეს არის განსხვავება 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემებს შორის. თავის დროზე იყო რეპრესიული მანქანა და დღეს სასამართლო დგას სამართლის სამსახურში”, – განაცხადა კობახიძემ.