ედიშერ გვენეტაძე: მკაფიოდ უნდა გაიგოს ხაზარაძემ და მისმა ამფსონებმა, რომ მათი პოლიტაფერისტობისა და გაჭირვებულთა ხარჯზე უზომოდ გამდიდრების დრო თანდათანობით წარსულს ბარდება
ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება პარტია „ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის შეთავაზებას პრემიერმინისტრის ინიციატივაზე სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით და წერს – „როგორც კი წამოვიდა პრემიერისაგან ახალი და ნამდვილად ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივა “ონლაინ კაზინოების” შესახებ! ამ მევახშეებმა პოლიტიკაში სრულიად უვიცი, ვინმე საბა ბუაძის პირით მოითხოვეს მედიასაშუალებებზე გადასახადების გაუქმება!“
„მორიგ ვირეშმაკობას მიმართა ოპოზიციამ! მათ შორის კი განსაკუთრებული გაუნათლებობითა და მევახშეობით ცნობილმა “ლელომ”! სააკაშვილის სატელიტმა ამ პარტიამ, როგორც ჩანს, უზარმაზარი ფულები დაკარგა უსარგებლოდ, მათ მიერ წარმოებული საარჩევნო კამპანიაში და განსაკუთრებით ისეთ მედიაორგანიზაციაში, როგორიცაა ტვ1! ამიტომაც ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ და მის გაყვლეფაზე ორიენტირებულმა პარტიამ მყისვე ისარგებლა არსებული ვითარებით, არ დააყოვნა! და როგორც კი წამოვიდა პრემიერისაგან ახალი და ნამდვილად ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივა “ონლაინ კაზინოების” შესახებ! ამ მევახშეებმა პოლიტიკაში სრულიად უვიცი, ვინმე საბა ბუაძის პირით მოითხოვეს მედიასაშუალებებზე გადასახადების გაუქმება! დიახ, ეს არის მევახშე და ხალხის კისერზე მჯდომი წურბელის ხაზარაძის და მთელი მისი პოლიტიკურ_საბანკო “შაიკის” ფილოსოფია! რომელნიც, როგორც ჩვევიათ ველური კაპიტალიზმის წარმომადგენლებს, უმცირესი დანახარჯებით ცდილობენ უბრალო ხალხის ზურგზე უზარმაზარი მოგებების მიღებას! მაგრამ მკაფიოდ უნდა გაიგოს ხაზარაძემ და მისმა ამფსონებმა, რომ მათი პოლიტაფერისტობისა და გაჭირვებულთა ხარჯზე უზომოდ გამდიდრების დრო თანდათანობით წარსულს ბარდება! და ამიერიდან ვიმედოვნებ არ გაუვათ ამ მევახშე-პოლიტაფერისტებს და სააკაშვილის “შესტიორკებს” “ანაკლია 2”-ის მაგვარი ავანტიურა!“, – წერს გვენეტაძე.