დავით ზილფიმიანი: 2012 წელს „სტერეო +”- ის დარბევის საქმეზე ჩვენ გვაღიარეს დაზარალებულად

პოლიტიკური ჯგუფის – „ევროპელი სოციალისტების” წევრი, დავით ზილფიმიანი პლენარულ სხდომაზე 2012 წელს „სტერეო +”-ის დარბევის საქმეს გამოეხმაურა.

„მე ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი, როგორც პოზიციიდან, ისე ოპოზიციიდან, გულშემატკივრობთ იმ ფაქტს, რომელიც 2012 წელს „სტერეო +” ის დარბევა იყო, ცხრა წელიწად-ნახევარი გავიდა და წინა კვირას, როგორც იქნა, პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ჩვენ გვაღიარეს დაზარალებულად, რაც უფლებას მოგვცემს – გამოძიების პროცესში ჩავერთოთ.

გადაცდომების და დანაშაულების შენიღბვა კიდევ უფრო მეტ აგრესიასა და მეტ ნეგატივს იწვევს, ამის მაგალითი იყო გუშინდელი დღეც, იმ პერიოდში, როდესაც სააკაშვილის ნებართვის გარეშე შემოდგომაზე ხის ფოთოლიც ვერ ჩამოვარდებოდა, ვისი დავალებით მიიყვანეს, შინაგან საქმეთა ძალები კომპანიის დასარბევად? ერთი მხრივ, შემსრულებლები, რომლებმაც მგლების ფორმებში გადაცმულებმა მოახერხეს კომპანიის სრული დარბევა და, მეორე მხრივ, არ აღიარება იმის, რომ ვიღაცისგან მოდიოდა ეს ბრძანება, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, რადგან პირველი ნაბიჯი გადაიდგა, იქნებ, ამ საქმემ მომავალ წელს სინათლე ნახოს”, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები