სოსო რობაქიძე – სააკაშვილს: ნება იბოძე და სასამართლოში რომ მოხვალ, ბოლომდე დაესწარი, იმ კადრებს შეხედე, რაც გააკეთე

“მე მეგონა, რომ სასამართლო პროცესზე მოხვიდოდი, ქართველ ხალხს მუხლებზე დაუდგებოდი, ბოდიშს დანაშაულებზე მოიხდიდი, ერთი წუთით მაინც დახრიდი თავს, ვინც იმ ქვეყნად გაისტუმრე, მათ პატივს მაინც სცემდი. პირდაპირ გეუბნები, ამას ქარველი ხალხი არ გაპატიებს”, – ასე მიმართავს მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.

რობაქიძე სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესს მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.

„მინდა, სააკაშვილის გუშინდელ სასამართლოსთან დაკავშირებით ორი სიტყვა ვთქვა. სააკაშვილი ძალიან მხნედ გამოიყურება, 50 -დღიანი შიმშილი არ ეტყობა. მაგან არც ჭამა იცის წესიერად და არც შიმშილი. კაცმა მოაწყო მიტინგი და გუშინ „ნაციონალებისთვის“ მიმართვა გააკეთა, რომ, თურმე ყველა კუნჭულში, რაიონში შტაბები უნდა გაიხსნას, თავის სახელს ზვიად გამსახურდიას ადარებს. ზვიად გამსახურდიას ოჯახმა სააკაშვილს ზვიადთან შედარება აუკრძალა, მაგრამ იმდენად უტიფრები და სექტანტები არიან, არაფერი ესმით.
გუშინ მიტინგი მოაწყო, მინდა, მოსამართლეებსაც ვუთხრა, რომ ეს სასამართლო არ იყო, ეს იყო სააკაშვილისთვის ნაჩუქარი ტრიბუნას და სადაც ადამიანებს აჯანყებისკენ, რევოლუციისა და არეულობისკენ მოუწოდა.
რაზე გავღიზიანდი, იცით, ყველაზე მეტად? ეს კაცი, თურმე, საქართველოს დამფუძნებელი და შემქმნელი ყოფილა, თურმე, მის გარდა არავინ გვყოლია, არც დავით აღმაშენებლი, არც თამარ მეფე, არც ილია ჭავჭავაძე. კაცი, რომელიც, თურმე, ქვეყანას აფუძნებს, სასამართლოს ბოლოდემ არ დაეწრო, დააგდო თავის სიტყვა და წავიდა.
მინდა, მას ვუთხარა, მიშა ნება იბოძე და სასამართლოში რომ მოხვალ, ბოლომდე დაესწარი და იმ კადრებს შეხედე, რაც გააკეთე. ადამიანებს სიცოცხლე, ღირსება წაართვი. გამოდიხარ და რაღაც ზღაპრებს ლაპარაკობ.
მე მეგონა, რომ სასამართლო პროცესზე მოხვიდოდი, ქართველ ხალხს მუხლებზე დაუდგებოდი, ბოდიშს დანაშაულებზე მოიხდიდი, ერთი წუთით მაინც დახრიდი თავს, ვინც იმ ქვეყნად გაისტუმრე, მათ პატივს მაინც სცემდი. პირდაპირ გეუბნები, ამას ქარველი ხალხი არ გაპატიებს.
ასევე, „ოცნებას“ მინდა, ვუთხრა, მას ძალიან დიდ კომფორტს ნუ შეუქმნით, თორემ მალე საქართველოში პატიმრების მშობლების გამოსვლა დაიწყება და იმავე კომფორტს მოითხოვენ.
სააკაშვილს ვეუბნები, თუ არ დაუჩოქებ ქართველ ხალხს, თუ ბოდიშს არ მოიხდი და მუცლით არ იხოხებ ისე, როგორც გორში იხოხე, ჩვენ მოვალთ და რამდენიც ვიქნებით იმ ხალხს შენი „ნაციონალები“ ვერ გადაფარავს”,  – განაცხადა რობაქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები