დიმიტრი ხუნდაძე: სააკაშვილმა გუშინ სასამართლო დარბაზში, რომელიც, როგორც ჩანს, პარლამენტის დარბაზად და ტრიბუნად აღიქვა, მსოფლიოს წინაშე ახალი იმიჯით ახალი პოლიტიკური კეკლუცობა დაიწყო

“მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სასამართლო დარბაზში, რომელიც, როგორც ჩანს, პარლამენტის დარბაზად და ტრიბუნად აღიქვა, მსოფლიოს წინაშე ახალი იმიჯით და ახალი პოლიტიკური კეკლუცობა დაიწყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შედარებით გაწონასწორებული და არააგრესიული იმიჯი უკეთესი ვარიანტია, მაგრამ ესეც თამაშის ნაწილია, რითაც სააკაშვილი ერთობა.

„ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილმა იმდენად გააბოროტა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ვეღარ ხვდებიან, ხელისუფლებას ებრძვიან თუ საკუთარ საზოგადოებას. ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და დღესაც საკუთარ ქვეყანას ებრძვიან. მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სასამართლო დარბაზში, რომელიც, როგორც ჩანს, პარლამენტის დარბაზად და ტრიბუნად აღიქვა, მსოფლიოს წინაშე ახალი იმიჯით და ახალი პოლიტიკური კეკლუცობა დაიწყო. შედარებით გაწონასწორებული და არააგრესიული იმიჯი ნამდვილად უკეთესი ვარიანტია, მაგრამ ესეც თამაშის ნაწილია, რითაც სააკაშვილი ერთობა და ცდილობს, საზოგადოებას ამდაგვარად შეაჩეჩოს საკუთარი თავი. მიხეილ სააკაშვილი არ იცვლება, შესაბამისად, არ შეიცვლება საზოგადოების მისდამი დამოკიდებულება და განწყობა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები