საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაური წერს, რომ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ევროპული მისწრაფებები და საერთო ღირებულებები აერთიანებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული მონაწილეები არიან.
„ბრიუსელში ასოცირებული ტრიოს პირველ ვიზიტს ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გაიმართება ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ევროპის პარლამენტის პრეზიდენტ დავიდ მარია სასოლისთან.
ევროპული მისწრაფებები და საერთო ღირებულებები გვაერთიანებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული მონაწილეები ვართ. ჩვენი მიზანია, დავწინაურდეთ ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის გზაზე”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
Today we are starting first ever visit of the #AssociatedTrio for the meetings w/ 🇪🇺's @vonderleyen, @CharlesMichel, @EP_President. United by European aspirations, and shared values, committed Partners to EaP to advance political, economic and sectorial integration with the EU. pic.twitter.com/8SF3Q9vxZ1
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) November 30, 2021