იაგო ხვიჩია: სააკაშვილი ციხეში “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმებით ზის – გამოსაშვებ გზასაც ერთად მოიფიქრებენ

“გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში მმართველ გუნდთან შეთანხმებით იმყოფება.

მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით მხარეებს შორის ხმების გადანაწილება მოხდა.

„მიხეილ სააკაშვილი ციხეში „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით ზის და ცოტა ხანში გამოუშვებენ. გამოშვების ფორმასა და გზას ერთად მოიფიქრებენ, ისევე  – როგორც არჩევნებამდე ჩამოიყვანეს, წინასაარჩევნოდ თვალწინ აგვიფრიალეს და ამით ხმები გადაინაწილეს, გამოსაშვებ გზასაც მოიფიქრებენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები