ალეკო ელისაშვილი: გაიმართლოს თავი, თუ არაფერი დაუშავებია, თუ მართლა ტელევიზიით უყურებდა ყველაფერს და გირგვლიანის საქმე არ არსებობდა და გელაშვილმა თავი იცემა

 

„ყველა სოფელში შექმენით ჩემი გათავისუფლების კომიტეტიო – აბსურდია, მახნოს დრო ხომ არ არის და ბოლშევიკების დრო?! გამომიხსენი ციხიდანო, ტროცკივით რომ გაიძახის. სახელმწიფოში ვცხოვრობთ თუ მართლა ჩალით დახურული ჰგონია ქვეყანა?”, – ასე აფასებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ალეკო ელისაშვილი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას და განცხადებებს სასამართლო პროცესზე. ელისაშვილის თქმით, თუ სააკაშვილი უდანაშაულოა, თავი უნდა გაიმართლოს.  “რა კომიტეტი უნდა შექმნან, რა, „კალოშები“ ამოიცვან და შემოვარდნენ ფიწლით და ნამგლით?! რა უბედურებებს ლაპარაკობს. გაიმართლოს თავი, თუ არაფერი დაუშავებია, თუ მართლა ტელევიზიით უყურებდა ყველაფერს და გირგვლიანის საქმე არ არსებობდა და გელაშვილმა თავი იცემა, ქონება წაირთვა და პარლამენტიდან თვითონ გაიგდო თავი, ცამდე მართალი თუ არის და “მამა აბრამის ბატკანი”, გაიმართლოს თავი. მესმის, რომ ამ სასამართლოს მტერი ენდო, მურუსიძის სასამართლოში სააკაშვილი კი არა, ვერავინ იპოვის სამართალს, მეც მაინტერესებს მტკიცებულებები, ერთია – მე რა ვიცი და ჩვენ რაც ვიცით და მეორეა მტკიცებულებები. რა კომიტეტი შექმენით და სახალხო რაზმი მოვარდეს, ბოდვებს თავი დაანებოს, სტრასბურგში გაიმართლოს თავი,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები