ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებას

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილება განიხილეს.

ერთ-ერთი ინიციატორის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას, რაც აამაღლებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ეფექტიანობას. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას.

„კანონპროექტის სიახლეა ის, რომ სამართალდარღვევად განისაზღვრება საქართველოს ან მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე საზღვრის დაცვის ობიექტების, საზღვრის დაცვის საშუალებების ფოტო-, ვიდეო- და აეროგადაღება, რისთვისაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახედ გათვალისწინებულია ჯარიმა 50 ლარის ოდენობით”, -განაცხადა რატი იონათამიშვილმა. კომიტეტმა განიხილა მოქალაქის, ამირან აფციაურის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება „უმცირესობათა უფლებების მარეგულირებელი ნორმების შესახებ”.

წინადადების ავტორის აზრით, სპეციალური რეგულაციის გარეშე აიკრძალოს ისეთი ხმოვანი თუ სანახაობრივი ღონისძიებების მოწყობა, რომელიც მიუღებელია მოსახლეობისთვის, თუკი ეს ეწინააღმდეგება საზოგადოების დიდი ნაწილის ეთიკურ თუ ზნეობრივ შხედულებებს და ბღალავს მის თავისუფლებას. კომიტეტის სხდომაზე განიხილეს დამცველის მიერ საკანონმდებლო წინადადება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების განხორციელების შესახებ”. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, არასრულწლოვანის სისხლისსამართლებრივ დაკითხვებს ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი უნდა ესწრებოდეს, თუმცა კონკრეტული კანონიერი წარმომადგენელი ამავე საქმეში შესაძლოა მოწმის სახით დაიკითხოს. მისივე თქმით, აღნიშნულ კაზუსს ადგილი ჰქონდა პრაქტიკაში. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, აუცილებელია, შევიდეს ცვლილება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში, რომელიც პროკურორს და მოსამართლეს აღჭურვავს უფლებამოსილებით, ჩაანაცვლოს არასრულწლოვანი დაზარალებულის,მოწმის კანონიერი თუ საპროცესო წარმომადგენელი იმ შემთხვევაში, როდესაც: აღნიშნული პირი არის რომელიმე მხარის მიერ მოწმის სახით დასაკითხი პირი;მხარე ასაბუთებს, რომ მისი დაკითხვა მნიშვნელოვანია მისი პოზიციის გამყარებისთვის და შესაბამისად, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზებისათვის; კანონიერი თუ საპროცესო წარმომადგენლის ჩანაცვლება არ დააზიანებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. „ამ წინადადების ამ ეტაპზე გაზიარების საკმარისი საფუძველი არ მაქვს. გაზიარებისას ვალდებულება გვექნება საკანონმდებლო ინიციატივად ვაქციოთ, თუმცა არ ვიცით სასამართლოს მიდგომა როგორი იქნება ამ საკითხისადმი”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომიტეტმა განიხილა საქართველოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა პეტიცია შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანასთან დაკავშირებით. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით პეტიციის წარმოდგენის შემდეგ ვითარება თვისებრივად შეიცვალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა პეტიცია არ გაიზიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები