ნიკა მელია: ხელისუფლება პროვოკაციებით ცდილობს, მორალური უპირატესობა დაგვაკარგვინოს

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, “ქართული ოცნება” პროვოკაციებით ცდილობს, მათ მორალური უპირატესობა დააკარგვინოს.

მისივე თქმით, ოპოზიციის პროტესტი არაძალადობრივი უნდა იყოს.

“ერთი მხრივ, უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები, შეუპოვრები, პროტესტი უნდა იყოს მზარდი, არაძალადობრივი, მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ ხელისუფლება 24 საათის განმავლობაში ფიქრობს, როგორ ჩაგვითრიოს პროვოკაციაში ისე, რომ მთავარი რამ დაგვაკარგვინოს, რაც ამ რეჟიმს ანგრევს და ეს მთავარი რამ არის მორალური უპირატესობა, რომელიც აუცილებლად გადაიზრდება პოლიტიკურ და საზოგადოებრივ უპირატესობაში”, – აცხადებს ნიკა მელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები