როგორ წარმოედგინა 1970-იან წლებში NASA-ს მომავლის კოლონიები კოსმოსში

www.rarehistoricalphotos.com

1975 წლის ზაფხულში კალიფორნიაში, NASA-ს კვლევით ცენტრში, NASA-სა და სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ფიზიკოსი ჟერარ ო’ნილის ხელმძღვანელობით, საზოგადოებას წარუდგინა, თუ როგორ ხედავდნენ მეცნიერები კოსმოსში მომავლის კოლონიებს.

მიზანი იყო, ადამიანებისათვის ხელმისაწვდომი ტექნოლოგიებითა და მასალებით შეექმნათ 10 000 ადამიანისგან შემდგარი საზოგადოება, რომელიც ორბიტაზე იფრენდა. მთელი პროექტი ისე იყო შემუშავებული, რომ ეკონომიკურად საკმაოდ ეფექტიანი გახლდათ. ადამიანებს ასტეროიდების მინერალური სიმდიდრე უნდა შეეგროვებინათ (მაგ: კობალტი, რკინა, ნიკელი და პლატინა).

მხატვრებს დაევალათ, წარმოედგინათ, თუ როგორი შეიძლებოდა, ყოფილიყო ეს მბრუნავი დასახლებები (ბრუნვა აუცილებელი იყო გრავიტაციის უზრუნევლესაყოფად). კოსმოსურ კოლონიებთან დაკავშირებული ხედვები და კაცობრიობის მომავალი კოსმოსში საკმაოდ მომხიბვბლელი იყო იმ ენთუზიასტი ადამიანებისთვის, რომლებსაც ამ მიზნის განხორციელებისთვის ყველა შესაძლებლობას ეჭიდებოდნენ. რეალობის რა მოგახსენოთ, მაგრამ სურათები, რომლებიც მაშინ წარმოადგინეს, ალბათ, დღესაც ისეთივე ლამაზია, როგორიც რამდენიმე ათწლეულის წინ.

ჩაფიქრებული იყო კოლონიის სამი ძირითადი ტიპი: ტოროიდული (ან დონატის ფორმის), ცილინდრული და „ბერნალის სფერო“.

ტოროიდული კოლონია

 

 

„ბერნალის სფერო“

 

 

ცილინდრული კოლონია

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები