გიორგი ვაშაძე: იმედი მაქვს, “ნაცმოძრაობა” მშვიდობიანობის ფარგლებს არ გასცდება, თორემ ამას “ქართული ოცნება” ხელზე დაიხვევს
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას გამოეხმაურა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ამ წუთებში მიმდინარეობს.
“მშვიდობიანი პროტესტის უფლება აქვს ყველას – იმედი მაქვს, “ნაციონალური მოძრაობა” გააკეთებს ისე, რომ ამ მშვიდობიანობის ფარგლებს არ გასცდება, რამე განსაკუთრებული არ მოხდება, რასაც მერე, უნდა გვესმოდეს, რომ დაიხვევს ხელზე “ქართული ოცნება” და ისევ შემოგვიტრიალებს ამას როგორც კონტრარგუმენტს, ამიტომ, შეიძლება პატარა ექსცესები იყო, ამ პირველი შეკრების დროს, მაგრამ ახლა რასაც ვხედავ, სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ექსპრეზიდენტი პირადად ესწრება.