კელი დეგნანი: მოხარული ვარ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას აძლევს მას, დაესწროს საკუთარ სასამართლო პროცესს

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს ეხმაურება.

მისი თქმით, სასამართლო პროცესზე დასწრება ბრალდებულის უფლებაა და ასევე ის იმედოვნებს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები პასუხისმგებლიანად იმოქმედებენ.

“ძალიან მოხარული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას აძლევს მას, დაესწროს საკუთარ სასამართლო მოსმენას. აშშ-მა, როგორც სხვა ქვეყნებმა, მოითხოვა, რომ მას შეძლებოდა, სურვილისამებრ, დასწრებოდა პროცესს, რაც არის მისი უფლება და რაც, ასევე, გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით. ყველა ბრალდებულს აქვს უფლება სამართლიანი სასამართლოსი, რაც პირადად დასწრებასაც მოიცავს, თუ არის ამისი სურვილი. ამგვარად, მე მოხარული ვარ, რომ მას შეუძლია წასვლა სასამართლოზე, მე ვიმედოვნებ, რომ მისი მხარდამჭერები პასუხისმგებლიანად მოიქცევიან. მათ, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება მშვიდობიანი პროტესტის, მაგრამ საკვანძო სიტყვა არის მშვიდობიანი და მე ვიმედოვნებ, რომ ისინი არ ჩაერევიან სამართლიანობის აღსრულებაში, რაც მნიშვნელოვანია ამ სცენარში”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები