ირანიდან 65 811,69 აშშ დოლარის ღირებულების ბიტუმი უკანონოდ შემოჰქონდათ

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ირანიდან საქართველოში საბაჟო – გამშვები პუნქტ “ვალეს” გავლით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად, 5 სატრანსპორტო საშუალებით 65 811,69 აშშ დოლარის ღირებულების 116070,00 კგ. ნავთობის ბიტუმი შემოიტანეს.
„წითელ დერეფანში მოხვედრის შედეგად, საქონელს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შემოტანილი ბიტუმი იმპორტიორი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ხარისხის სერტიფიკატში მითითებულ ნორმებს არ შეესაბამება. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ბიტუმი დაექვემდებარა იმპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას“,- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები