იამაზე მეორე ხვრელი აღმოაჩინეს
იამაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გაურკვეველი წარმოშობის მეორე ხვრელი აღმოაჩინეს. ის პირველი საკმაოდ ,,ცნობილი ხვრელისგან” დაახლოებით 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მეორე ხვრელი სხვა ნახევარკუნძულზეა განლაგებული, თუმცა აღნაგობით მას წააგავს და კრატერის დიამეტრიც პირველთან შედარებით 15 მეტრით მცირეა. რამოდენიმე ხანში მეორე კრატერული ხვრელის შესწავლა დაიწყება. ჯერჯერობით დაუდგენელია მისი სიღრმე და ნიადაგის ქიმიური შემადგენლობა.