შსს ოჯახური ძალადობის სტატისტიკას აქვეყნებს – მოძალადეებს შორის მამაკაცები სჭარბობენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახური ძალადობის შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს. შსს-ს ინფორმაციით, 2007-2014 წლების (იანვარ-ივნისი) პერიოდში სულ დაფიქსირდა 1102 ძალადობის ფაქტი, მათში მონაწილე 2223 პირით. მოძალადეებს შორის სჭარბობენ მამაკაცები – 1014, ხოლო ქალების რაოდენობა შეადგენს 82-ს. აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალდობის მსხვერპლი გახდა 1010 ქალი და 117 მამაკაცი.
ოჯახური ძალადობის სახეებიდან საქართველოში სჭარბობს ფიზიკური (36%) და ფსიქოლოგიური ძალადობა (55%), ხოლო დანარჩენ ოჯახურ ძალადობებზე მთლიანად მოდის – 9%.
2013-2014 წწ. (6 თვეში) ოჯახური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით დევნა დაიწყო სსკ 11 პრიმა და 126 პრიმა მუხლებით 310 პირის მიმართ, აქედან 289 -მამაკაცი და 21 – ქალი. დაზარელებულად ცნობილია 468 პირი, აქედან მამაკაცი – 96, ქალი – 372.