ირაკლი ქადაგიშვილი: ნინო ლომჯარიას საქმე ის კი არ უნდა იყოს, როგორ წაიყვანოს საქმე ისე, რომ სააკაშვილი გარეთ გამოიყვანოს, არამედ, თუ პატიმრის უფლებები ირღვევა, დაიცვას
“ნინო ლომჯარიას საქმე ის კი არ უნდა იყოს, როგორ წაიყვანოს საქმე ისე, რომ პატიმარი სააკაშვილი გარეთ გამოიყვანოს, მისი საქმე უნდა იყოს მხოლოდ ის, რომ თუ პატიმარ სააკაშვილის უფლებები ირღვევა, ეს უფლებები დაიცვას”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველი პოლიტიკური აქტორის ინტერესების გამტარი არ უნდა იყოს.
“ნინო ლომჯარია არის სახალხო დამცველი და არა – ერთი პოლიტიკური აქტორის ინტერესების გამტარი. ნინო ლომჯარიას საქმე ის კი არ უნდა იყოს, როგორ წაიყვანოს საქმე იქით, რომ პატიმარი სააკაშვილი გარეთ გამოიყვანოს, მისი საქმე უნდა იყოს მხოლოდ ის, რომ თუ პატიმარ სააკაშვილის უფლებები ირღვევა, ეს უფლებები დაიცვას და არ უნდა აკეთოს იმგვარი განცხადებები და ქმედებები, რომ რამენაირად დაიხსნას სააკაშვილი პატიმრობიდან”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.