გურამ მაჭარაშვილი: სახალხო დამცველს სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები გააჩნია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში.

მისი თქმით, ნინო ლომჯარიამ ძალიან ცუდად იცის, რას ნიშნავს მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა.

„არჩევნები ჩატარდა და თუ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ლეგიტიმაცია არ აქვს, 48 პროცენტი არ იქნებოდა აღებული. სახალხო დამცველს ვურჩევ, წაიკითხოს, რას ნიშნავს მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა და მისი ლეგიტიმაცია. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, სახალხო დამცველს სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები გააჩნია. სულ მცირე, ეს შეიძლება, იყოს „ქართული ოცნების“ ობიექტური შეფასებები არ მოსწონს მის საქმიანობაზე, საიდანაც, სხვათა შორის, თავად არის არჩეული და ახლა აპირებს, საწინააღმდეგო განცხადებები აკეთოს და ამისთვის გამოიყენოს აპარატი, რომელიც უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებს ემსახუროს და არა – რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესები.

საზოგადოება ხედავს, რომ, სამწუხაროდ, ნინო ლომჯარია დაკავებულია არა ჩვეულებრივი მოქალაქეების ინტერესებით, არამედ – „ნაციონალური მოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის ლიდერების უფლებების დაცვით. ბოლო დღეების განმავლობაში საუბრობს რადიკალური ოპოზიციის თითოეული ლიდერის უფლებებზე და იმაზე, ვის წამოსტკივდება თავი და ვინ რომელ კურორტზე უნდა იყოს გადაყვანილი. პოლიტიკური პარტიების ლიდერების პირადი სამედიცინო სფეროს მომსახურებასაც ეწევა უკვე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ლეგიტიმაცია არ აქვს არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები