იაგო ხვიჩია: მივესალმებით კოლეგების ინიციატივას, რომ, მიშა-ბიძინას გარდა, სხვა საკითხებზეც ვილაპარაკოთ

“გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია „ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის“ პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას გამოეხმაურა.

„თუ დავინახავ, რომ მრგვალ მაგიდასთან მისვლა საკითხებს გადაჭრის, ამაზე სიამოვნებით ვიფიქრებ. ცოტა სკეპტიკური ვარ, რომ ამ ამბავს მხოლოდ თქმა არ შველის. მგონია, რომ თანამოაზრეების უფრო გასაგები შეკრება უნდა იყოს, სადაც უფრო ცხადი იქნება ის ნაბიჯები, რომელიც მიზნების მისაღწევად გადაიდგმება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი კარგ სადღეგრძელოს ემსგავსება. ყველას თავისი სამი-შვიდი პუნქტი ექნება, ჩვენ 11 პუნქტი გვაქვს, რომელიც ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობის კეთილდღეობისთვის არის. ცხადია, მივესალმებით კოლეგების ინიციატივას, რომ, მიშა-ბიძინას გარდა, სხვა საკითხებზეც ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

„ლელოს“ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს ინტერესებისთვის გადაუდებლად მიაჩნია ეროვნული კონსოლიდაციის, „ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის“ მძლავრი პლატფორმის შექმნა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები