დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა იმ ადამიანების პირდაპირი შეურაცხყოფაა, ვინც ამ რეჟიმის პირობებში საშინელი ტრავმები განიცადა

“მინდა, იმ ადამიანებს შევახსენო, ვინც ასე გამალებით ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ესაა პირდაპირი შეურაცხყოფა და მორალური ტერორი იმ ადამიანებზე, ვინც მისი რეჟიმის პირობებში განიცადა საშინელი ტრავმები, სიცოცხლის მოსპობიდან დაწყებული – ბიზნესის წართმევით დამთავრებული“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “ქრონიკას” განუცხადა.

მისივე თქმით, პროცესებს საზოგადოება ძალიან კარგად აკვირდება.

„მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის სამართლებრივ საფუძვლებზე საუბარი ღიმილისმომგვრელია და სასაცილო. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას, როდესაც ადამიანმა, თავისი გადაწყვეტილებით დაწყებული შიმშილობით თუ ე.წ. შიმშილობით, საკუთარი ჯანმრთელობა ჩაიგდო ამ დღეში, რომ მას უფრო მეტი სამედიცინო ჩარევა დასჭირდა, ვიდრე იმ დაწესებულებაში იყო შესაძლებელი, სადაც იმყოფებოდა. შემდეგ განვითარდა ის პროცესები, რასაც საზოგადოება ძალიან კარგად აკვირდება. აქ ყველაზე საინტერესოა ის, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ სააკაშვილის პირადი ექიმი აცხადებდა, პირდაპირ კურორტზე გადავიყვანოთ ექსპრეზიდენტიო, როცა მსჯავრდებულსა და პატიმარს ცოტა სხვა სტატუსი გააჩნია. მინდა, საზოგადოებას და იმ ადამიანებს შევახსენო, რომ ვინც ასე გამალებით ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, ესაა პირდაპირი შეურაცხყოფა და მორალური ტერორი იმ ადამიანებზე, ვინც სააკაშვილის რეჟიმის პირობებში განიცადა საშინელი ტრავმები, სიცოცხლის მოსპობიდან დაწყებული  – ბიზნესის წართმევით დამთავრებული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები