მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა კიევში შეკრება ვერ მოახერხეს
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია კიევში, რომელიც დღეს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე იყო დაგეგმილი, აღარ გაიმართება.
Front News – Україна-ს ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა შეკრება ვერ მოახერხეს.
აქციის გამართვა უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის განმავლობაში ანონსდებოდა, თუმცა, დღეს დილით მხარდამჭერებმა იქ შეკრების ნაცვლად რამდენიმე მანქანით სიგნალებით ბულვართან მსვლელობა მოაწყეს, საელჩოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს კი განუცხადეს, რომ პროტესტს და პიკეტირებას პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრციასთან გამართავდნენ, მაგრამ შეკრება არც იქ მომხდარა.
ამ დროისთვის, საელჩოსა და პრეზიდენტის ადმინიტრაციასთან მობილიზებული პოლიციის დამატებითი ძალებიც უკვე დაშლილია.
წყარო :frontnews.ge