გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის ზეპირი მოსმენა გაიმართა

„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ” ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) ვალდებულებების კანონმდებლობაში ასახვის და მათი აღსრულების ეფექტიანობის” თემატური მოკვლევის ჯგუფმა რიგით მეოთხე ზეპირი მოსმენა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, სხდომაზე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, ასევე უზენაესი სასამართლოს და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა სტამბოლის კონვენციის აღსრულების მექანიზმებსა და იმ საკანონმდებლო ხარვეზებზე ისაუბრეს, რომლებიც კონვენციასთან თანხვედრაში არ არის.

სხდომაზე განხილული საკითხები გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა საინტერესოდ შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც გამოიკვეთა არასამთავრობო ორგანიზაციების თუ სხვა წინადადებების წარმომდგენთა მოხსენებებში დეტალურად იქნა განხილული. მისივე განცხადებით, შეხვედრაზე წარდგენილი შეთავაზებები ხელშესახები რეკომენდაციების მომზადების საშუალებას იძლევა.

თემატური მოკვლევის ჯგუფის სხდომა ექსპერტების თამარ ჩუგოშვილის და გოგა ხატიაშვილის მოდერაციით წარიმართა. თემატური მოკვლევის ექსპერტული და ტექნიკური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა – დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები