ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოებაზე მომხმარებლებს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდებათ

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოებაზე მდინარე ნატანების გადასასვლელზე სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების გამო, მიმდინარე წლის 25 ივლისს, 02:00 საათიდან 20:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდებათ ლაითურის, ურეკის და აჭარის მომხმარებლებს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები