გიული ალასანია: მიშას ფანჯარას აქვს გისოსები, რაც ჩემთვის დამთრგუნველია

მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

ალასანიას თქმით, მესამე პრეზიდენტის ფანჯარას გისოსები აქვს, რაც მისთვის დამთრგუნველია.

”მდგომარეობა ბევრად უკეთესია, მაგრამ არის სუსტად, უჭირს სიარული, კუნთების პრობლემა აქვს. რეაბილიტაციას დასჭირდება საკმაოდ დრო, ექიმები და პერსონალი ძალიან მომეწონა და კმაყოფილი ვარ. საერთოდ არ ვარ კმაყოფილი იმით, რომ “ვარდების რევოლუციის” გმირი გისოსების უკან წევს და ფანჯარას აქვს გისოსები. არ მომწონს, ვერ ვიქნები კმაყოფილი.
სარკმელზე არის გისოსები, რაც, რა თქმა უნდა, დამთრგუნველია”, – ამბობს გიული ალასანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები