ზურაბ ქადაგიძე: მერე იტყვიან – ჰუმანიზმი, ტოლერანტობა და შემწყნარებლობაო, აწამეს, მოკლეს და ახლა ეს ნაძირალები სამკურნალო დაწესებულებებს არჩევენ

“13 წუთში ჩატეული, სააკაშვილის გასაოცარი დემოკრატია… ასე შექმნეს სისტემა… ასე იღებდნენ სასურველ ჩვენებებს… ასე კერავდნენ საქმეებს… ასე ექცეოდნენ საკუთარ მოქალაქეებს”, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც დაკავებულს არასებული დანაშაულის აღიარებას აიძულებენ.

როგორც ქადაგიძე წერს, ასეთები იყვნენ და ასეთებად დარჩნენ მოძალადე, ორმაგი სტანდარტების, საკუთარი ქვეყნის მოღალატე “მამულიშვილები”.

„13 წუთში ჩატეული, სააკაშვილის გასაოცარი დემოკრატია…
ასე შექმნეს სისტემა…
ასე იღებდნენ სასურველ ჩვენებებს…
ასე კერავდნენ საქმეებს…
ასე ექცეოდნენ საკუთარ მოქალაქეებს…
ასეთები იყვნენ და ასეთებად დარჩნენ მოძალადე, ორმაგი სტანდარტების, საკუთარი ქვეყნის მოღალატე „მამულიშვილები“.
ქარდავა და მუხაძე იყო და მუდამ იქნება თქვენი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახე, საზომი, მიშას ძალაუფლების გარანტორი და სისტემის არქიტექტორი.

P.S.
მერე იტყვიან – ჰუმანიზმი, ტოლერანტობა და შემწყნარებლობაო. გადაურბინეს მთელ ქვეყანას, აწამეს, მოკლეს და ახლა ეს ნაძირალები სამკურნალო დაწესებულებებს არჩევენ, რომელი უფრო მულტიფუნქციურია. 6 წელი კი არა სამუდამო პატიმრობაა ამათთვის ბაირამობა“, – წერს ანალიტიკოსი facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები